ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალშობილი პრინცის ფოტოები გაავრცელა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალშობილი პრინცის ფოტოები გაავრცელა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალშობილი პრინცის ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთ სურათზე პრინცესა შარლოტა მძინარე ძმას კოცნის.

ფოტოები კენსინგტონის სასახლეში, კემბრიჯის ჰეცოგინიამ ქეთრინმა გადაიღო.

„დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის, რომელიც ჩვენს პრინც ლუისის დაბადებასა და პრინცესა შარლოტას მესამე დაბადების დღესთან დაკავშირებით მივიღეთ“, – ნათქვამია ჰერცოგინიას განცხადებაში.

ქეთრინი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც მისი და კემბრიჯის ჰერცოგ ვილიამის შვილების ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს.

გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრე, პრინცი ლუისი 23 აპრილს დაიბადა.