ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალ წყვილზე ფილმს იღებენ [ფოტო]
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალ წყვილზე ფილმს იღებენ [ფოტო]

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წყვილის შესახებ ფილმს იღებენ,- ინფორმაციას ამის შესახებ  daily mail ავრცელებს.

გამოცემა ფილმის გადაღებებიდან იმ ფოტოებს ასაჯაროებს, რომლებშიც პრინცი ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის პროტოტიპები არიან ასახული.

ცნობილია, რომ მთავარ პერსონაჟებს, მიურეი ფრეიზერი და პარისა ფიტც-ჰენლი ასახიერებენ.

„ჰარი და მეგანი – სამეფო სიყვარულის ისტორია“ – ასე ერქმევა ფილმს და ის პრინცისა და მსახიობის გაცნობასა და მათი სიყვარულის განვითარებას შეეხება. გადაღებები ვანკუვერსა და ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. ფილმის ჩვენება კი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდება.

სამეფო ქორწილი მიმდინარე წლის 19 მაისს არის დაგეგმილი.