ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი რუსეთს აწვდის საბრძოლო მასალას, რომელიც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად გამოიყენება
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ირანი რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა.
„ირანი აწვდის რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალის თანმიმდევრულ ნაკადს, რომელიც გამოიყენება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დიპლომატის თქმით, ირანს სანაცვლოდ რუსეთიც ეხმარება.
„ირანს რუსეთიც ეხმარება სამხედრო ტექნოლოგიებით, ფინანსური მხარდაჭერით და რჩევებით, რომლის გამოყენებაც რეჟიმს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი პარტნიორების დასაშინებლად და პროტესტის ჩასახშობად შეუძლია“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, კლევერლიმ აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა პარტნიორებთან ერთად უკვე დააწესა სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან აღნიშნული იარაღით ვაჭრობაზე.