ჯეიმს კლევერლი - უკრაინას აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა თავისი საზღვრების მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალები უკრაინაში
ჯეიმს კლევერლი - უკრაინას აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა თავისი საზღვრების მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალები უკრაინაში

უკრაინას უფლება აქვს დაიცვას თავი საზღვრებს მიღმა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ესტონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კლევერლიმ აღნიშნა, უკრაინას აქვს „ლეგიტიმური უფლება“, დაიცვას საკუთარი თავი და შეუძლია „ძალის გამოყენება“ თავის საზღვრებს მიღმაც.

„უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება საკუთარ საზღვრებში თავის დაცვის, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა თავისი საზღვრების მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალები უკრაინაში“, – განაცხადა კლევერლიმ.

კლევერლიმ განაცხადა, რომ „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“ უკრაინის საზღვრის მიღმა უკრაინის თავდაცვის ნაწილია.