ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, ვინც „კოვიდ-19“ დაამარცხა, იმუნიტეტი აქვს, მაგრამ შესაძლოა, ვირუსის გადამტანი მაინც იყოს
ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, ვინც „კოვიდ-19“ დაამარცხა, იმუნიტეტი აქვს, მაგრამ შესაძლოა, ვირუსის გადამტანი მაინც იყოს

ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანეს, იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ შესაძლოა, ვირუსის გადამტანები მაინც იყვნენ.

ამის შესახებ საუბარია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

„კვლევებით დგინდება, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანებს გარკვეული იმუნიტეტი ხუთი თვის განმავლობაში გამოუმუშავდებათ, თუმცა ისინი შესაძლოა, მანც იყვენენ ვირუსის მატარებლები და ინფექციას ავრცელებდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, შესაბამის დასკვნამდე ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მივიდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალისტების მიერ ჩატარებული ათობით ათასი ტესტის საფუძველზე დადგინდა, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხუელები ადამიანს რეინფიცირებისგან 83 პროცენტით იცავს.

მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, მსგავს იმუნიტეტს ადამიანი ხუთი თვით ინარჩუნებს. ამასთან, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები ვირუსის გადამტანებად მას შემდეგაც რჩებიან, რაც „კოვიდ-19“-ს ერთხელ დაამარცხებენ. ამის გამო სპეციალისტები  მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და მისდიონ ექიმების რეკომენდაციებსა და წესებს.