ბრიტანეთის ელჩის მიერ ილია ჭავჭავაძის სიტყვების გახსენებას ოვაციები მოჰყვა [ვიდეო]
მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი, – საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები გაიხსენა.
„კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღე საქართველოში. ამ წელს დედოფლის დაბადების დღის მზადებისას მაქსიმალურად შევამცირეთ გარემოსთვის მავნე საშუალებების გამოყენება. მინდა, ორი სიტყვა ვთქვა ქართველ ახალგაზრდებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დიდი და ნათელი მომავალი აქვს, რადგან ეს ნიჭიერი თაობა აგრძელებს ილიას გზას – „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“, – განაცხადა ჯასტინ მაკენზიმ.
ჯასტინ მაკენზის გამოსვლას სტუმრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ბრიტანეთის საელჩოში მიმდინარე წვეულებას ესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები.