ბრიტანეთი ჩრდილო ირლანდიისთვის ბრიტანეთ-ევროკავშირის სტატუსის მიცემას აპირებს
დიდი ბრიტანეთი ჩრდილო ირლანდიისთვის ერთობლივი, ბრიტანეთ-ევროკავშირის სტატუსის მიცემას აპირებს. Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯით ბრიტანეთი ევროკაშირთან მოლაპარაკებებში არსებული ჩიხიდან გამოსვლას შეეცდება, ინიციატივა კი ჩრდილო ირლანიდიას ორივე მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემს.
ჩრდილო ირლანდია, რომელიც 2019 წლის შემდეგ ევროკავშირთან ბრიტანეთის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი იქნება, ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია.
ინიციატივა სასაზღვრო ზონაში 16 კილომეტრიანი სავაჭრო ბუფერული ზონის შექმნას ითვალისწინებს, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ კი აღნიშნული ზონით ადგილობრივი მოვაჭრეები ისარგებლებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეაფასებს ევროკავშირი აღნიშნულ შეთავაზებას.