ტერეზა მეი - თუ რუსეთი კურსს შეიცვლის, ბრიტანეთი განსხვავებული ურთიერთობისთვის მზად არის
ტერეზა მეი - თუ რუსეთი კურსს შეიცვლის, ბრიტანეთი განსხვავებული ურთიერთობისთვის მზად არის

მოსკოვის მხრიდან მოქმედებების შეცვლის შემთხვევაში, ბრიტანეთი რუსეთთან განსხვავებული ურთიერთობისთვის მზადაა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ტერეზა მეის თქმით, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად რუსეთმა თავდასხმები უნდა შეწყვიტოს, რაც საერთაშორისო შეთანხმებებს და უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

„სოლსბერის ინციდენტმა აჩვენა, რომ გამოწვევა რეალურია და ჩვენი ღირებულებების, დემოკრატიისა და მოსახლეობის დასაცავად ვიმოქმედებთ. მაგრამ, როგორც ერთი წლის წინ ვთქვი, ეს არ არის ის ურთიერთობა, რაც რუსეთთან გვსურს. თუ რუსეთი კურსს შეიცვლის, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ტერეზა მეიმ.