ბრაზილიის ერთ-ერთ სკოლაში სამ მცირეწლოვანსა და მასწავლებელს თავს დაესხნენ
ბრაზილიის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში, 18 წლის ახალგაზრდა მაჩეტეთი სამ მცირეწლოვანსა და მასწავლებელს თავს დაესხა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ოთხივე მათგანი გარდაიცვალა.
თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.