ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
Sky News-ის ინფორმაციით, ბოლსონარუმ პარლამენტის ქვედა პალატის სპეციალურ სხდომაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო.
ბრაზილიის 38-ე პრეზიდენტი ოთხი წლით არის არჩეული.
ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუმ 2018 წლის 28 ოქტომბრის ბრაზილიის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა.