ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

Sky News-ის ინფორმაციით, ბოლსონარუმ პარლამენტის ქვედა პალატის სპეციალურ სხდომაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო.

ბრაზილიის 38-ე პრეზიდენტი ოთხი წლით არის არჩეული.

ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუმ 2018 წლის 28 ოქტომბრის ბრაზილიის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა.