ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით პერნამბუკოს შტატში მოხდა.
პარასკევს დაწყებულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესიც გამოიწვია და დასახლებული პუნქტი წალეკა.
765 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.