ბრაზილიაში წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით პერნამბუკოს შტატში მოხდა.

პარასკევს დაწყებულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესიც გამოიწვია და დასახლებული პუნქტი წალეკა.

765 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.