ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა. ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 3 001 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიას ვირუსის ბრაზილიური შტამის სწრაფი გავრცელება ამწვავებს. საერთო ჯამში ქვეყანაში აღრიცხულია 15 მილიონამდე ინფიცირების შემთხვევა.