ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 53 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 770 ადამიანი
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 53 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 770 ადამიანი

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 53 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ბოლო 24 საათში 770 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსის 6 781 799 შემთხვევაა დაფიქსირებული. პანდემიამ ჯამში 179 756 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბრაზილია, ვირუსის გავრცელების კუთხით, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.