ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 37 730 ახალი შემთხვევა აღირიცხა
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 37 730 ახალი შემთხვევა აღირიცხა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 37 730 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 555 ინფიცირებული. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის შვიდი მილიონ 200 ათასზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 186 205 ინფიცირებული.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.