ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1,5 მილიონს გადაცდა
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1,5 მილიონს გადაცდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 091 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 37 923 ახალი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ კორონავირუსი 1 577 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 64 265-ს შეადგენს.

ბრაზილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

დატოვე კომენტარი