ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 091 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 37 923 ახალი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბრაზილიაში სულ კორონავირუსი 1 577 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 64 265-ს შეადგენს.
ბრაზილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.