ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი – ჩინეთ-აშშ-ის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია მკაფიოა, სატარიფო და სავაჭრო ომები არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის

18:52, 25.11.2026

ჩინეთის პოზიცია ჩინეთ-აშშ-ის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია, სატარიფო და სავაჭრო ომები არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ძიაკუნმა განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, მხარეებმა კონსულტაციების გზით, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის და საფუძველზე უნდა გადაჭრან შესაბამისი საკითხები.

„ე.წ. ჭარბი საწარმოო სიმძლავრეები მცდარი საფუძველია. ჩინეთი ეწინააღმდეგება ამის გამოყენებას პოლიტიკური მანიპულაციის საბაბად. ორივე მხარემ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ორმხრივობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. მხარეებმა ერთობლივად უნდა განახორციელონ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები და უზრუნველყონ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილური და პოზიტიური განვითარება“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მსგავსი