ბრაზილიაში კორონავირუსის 69 826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 092 პაციენტი
ბრაზილიაში კორონავირუსის 69 826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 092 პაციენტი

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ კვლავ ათასს გადააჭარბა. როგორც სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 1 092 კოვიდინფიცირებული, რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 69 826-ით, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია.

ბრაზილიაში მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით.