ბრაზილიაში ძლიერი წვიმისა და მეწყერის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

10:03, 04.03.2020

ბრაზილიაში ძლიერი წვიმისა და მეწყერის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. 30 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქია სან პაულოსა და რიო დე ჟანეიროს შტატებს დაატყდა თავს.

გარდაცვლილებს შორის არიან სულ მცირე ერთი ბავშვი და რამდენიმე მეხანძრე-მაშველი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.

მეწყერის შედეგად ათობით სახლი დაინგრა. ნანგრევებში სავარაუდოდ იმყოფებიან მოქალაქეები. სტიქიის შედეგად ჩახერგილია რამდენიმე ავტომაგისტრალი.

მსგავსი