ბრაზილიაში ძლიერი წვიმისა და მეწყერის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. 30 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქია სან პაულოსა და რიო დე ჟანეიროს შტატებს დაატყდა თავს.
გარდაცვლილებს შორის არიან სულ მცირე ერთი ბავშვი და რამდენიმე მეხანძრე-მაშველი.
როგორც „ბიბისი“ წერს, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
მეწყერის შედეგად ათობით სახლი დაინგრა. ნანგრევებში სავარაუდოდ იმყოფებიან მოქალაქეები. სტიქიის შედეგად ჩახერგილია რამდენიმე ავტომაგისტრალი.