ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 58 718 ადამიანს დაუდასტურდა, 1 111 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 58 718 ადამიანს დაუდასტურდა, 1 111 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 58 718 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 1 111 ინფიცირებული. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს ბრაზილიაში 15 სექტემბრის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 7,6 მილიონზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 192 681 ინფიცირებული.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.