ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 58 428 ადამიანს დაუდასტურდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 58 428 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 762 ინფიცირებული. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის შვიდი მილიონ 423 ათასზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.
ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 189 982 ინფიცირებული.
კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.