ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 53 453 ადამიანს დაუდასტურდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 53 453 ადამიანს დაუდასტურდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 53 453 ადამიანს დაუდასტურდა. ეს აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ ქვეყნისთვის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 836 ინფიცირებული. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ექვსი მილიონ 728 ათასამდე შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 178 995 ინფიცირებული.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.