ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 51 922 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 587 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 51 922 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 587 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 51 922 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 587 ინფიცირებული.

მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ექვსი მილიონ 290 ათასზე შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 172 561 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.