ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 51 088 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 842 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 51 088 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 842 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 51 088 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 842 ინფიცირებული. ეს გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 14 ნოემბრის შემდეგ.

მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ექვსი მილიონ 675 ათასამდე შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 178 159 ინფიცირებული.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.