ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 25 193 ადამიანს დაუდასტურდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 25 193 ადამიანს დაუდასტურდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 25 193 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 433 ინფიცირებული. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ექვსი მილიონ 927 ათასამდე შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 181 835 ინფიცირებული.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.