ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 25 019 ადამიანს დაუდასტურდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 25 019 ადამიანს დაუდასტურდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 25 019 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 527 ინფიცირებული. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის შვიდი მილიონ 263 ათასზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 187 291 ინფიცირებული.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.