ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 20 371 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 376 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 20 371 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 376 ინფიცირებული

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 20 371 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 376 ინფიცირებული.

მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 6 მილიონ 623 ათასზე მეტი შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 177 317 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.