ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 807 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 807 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 807-ით გაიზარდა და 23 473-ს შეადგენს. ქვეყანაში ინფიცირების კიდევ 11,687 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბრაზილიაში, რომელიც ეპიდემიის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, ვირუსით სიკვდილიანობა 6.3 პროცენტია.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 374 898 ადამიანს დაუდგინეს. მათგან 153 000-ზე მეტი უკვე განიკურნა.