ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 807-ით გაიზარდა და 23 473-ს შეადგენს. ქვეყანაში ინფიცირების კიდევ 11,687 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბრაზილიაში, რომელიც ეპიდემიის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, ვირუსით სიკვდილიანობა 6.3 პროცენტია.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 374 898 ადამიანს დაუდგინეს. მათგან 153 000-ზე მეტი უკვე განიკურნა.