ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 052 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 692 ადამიანი

02:58, 30.06.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 052 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.

ამრიგად, სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონ 368 ათასს გადააჭარბა.

ბოლო დღე-ღამეში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ს 692 ადამიანი ემსხვერპლა. ​კორონავირუსით ქვეყანაში სულ 58 314 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი