ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 052 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 692 ადამიანი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 052 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „გარდიანი“ ავრცელებს.
ამრიგად, სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონ 368 ათასს გადააჭარბა.
ბოლო დღე-ღამეში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ს 692 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსით ქვეყანაში სულ 58 314 პაციენტი გარდაიცვალა.