ბრალდების ინფორმაციით, 2006 წლის 28 იანვარს დათა ახალაიასა და თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და შეტყობინება განხორციელდა
ბრალდების ინფორმაციით, 2006 წლის 28 იანვარს დათა ახალაიასა და თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და შეტყობინება განხორციელდა

საქალაქო სასამართლოში კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას დაკითხვა გრძელდება.

„2006 წლის 28 იანვარს თქვენ და თაკო სალაყაიას შორის არის 67 ზარი და შეტყობინება განხორციელებული. ასევე, არის გამთენიამდე ზარი შესული და შეტყობინება. რას საუბრობდით  სანდრო გირგვლიანის გატაცების ღამეს თქვენ და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე 12:00 საათიდან დილის 7:00 სათამდე”, – ამ კითხვით მიმართა საქმის პროკურორმა მოწმეს.

დათა ახალაიამ, სხვა კითხვების მსგავსად, არც ამ კითხვაზე გასცა პასუხი.

„იგივე პასუხს გაგცემთ, ვინაიდან საქმე ეხება ჩემი ბრალდების საქმეს, პასუხს არ გაგცემთ”, – აღნიშნა ახალაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია იკითხება. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად “სკაიპის” მეშვეობით მიმდინარეობს.

დაკითხვის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე