ბოსნია და ჰერცეგოვინაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ისინი ქარხნის თანამშრომლები არიან. ხორვატიის საზღვართან ახლოს არსებულ ქალაქ ბროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება ადგილობრივი დროით 21:30 საათზე მოხდა. აფეთქების ხმა ახლომდებარე რაიონებში და მეზობელ ქვეყანაშიც გაიგეს. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.
აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსულ კომპანია „ზარუბეჟნეფტს“ ეკუთვნის.