ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.
შარლ მიშელის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძლიერი სიგნალია ხალხისთვის, თუმცა ასევე არსებობს ხელისუფლებისგან რეფორმების გატარების მოლოდინი.
„დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, გილოცავთ“, – წერს შარლ მიშელი.
ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინა უკრაინის, მოლდოვის, თურქეთის, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემდეგ მერვე ქვეყანა გახდა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2016 წელს შეიტანა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყანას 14 პირობა ჰქონდა წაყენებული, რაც სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებას გულისხმობს.
Bosnia and Herzegovina was granted the status of candidate country today.
A strong signal to the people, but also a clear expectation for the new authorities to deliver on reforms.
The future of the Western Balkans is in the #EU
Congratulations!#EUCO pic.twitter.com/1TUWlGlNPu
— Charles Michel (@CharlesMichel) December 15, 2022