ბოსნია და ჰერცეგოვინაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ისინი ქარხნის თანამშრომლები არიან. ხორვატიის საზღვართან ახლოს არსებულ ქალაქ ბროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება ადგილობრივი დროით 21:30 საათზე მოხდა. აფეთქების ხმა ახლომდებარე რაიონებში და მეზობელ ქვეყანაშიც გაიგეს. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.
აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსულ კომპანია „ზარუბეჟნეფტს“ ეკუთვნის.

დატოვე კომენტარი