ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საკრებულოს სხდომა ბორჯომში.
დღის წესრიგით საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ არის. ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შეტანას ითხოვენ.
აღნიშნულ საკითხზე პროტესტი „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გამოთქვა, რომელიც ამტკიცებს, რომ სხდომა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. მის ამ განცხადებას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც ეთანხმებიან.
რაც შეეხება საკითხის დღის წესრიგში დამატებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების საკითხი მომავალი სხდომისთვის უნდა გადაიდოს.
სხდომის წარმართვის საშუალება საკრებულოს უხუცეს წევრს, ანდრო თედიაშვილს არ მიეცა. ამის გამო, 30 წუთით შესვენება გამოცხადდა.