ბორჯომში ხანძრის შედეგად ორი სახლის სახურავი და რამდენიმე ოთახი დაიწვა
ხანძარი იყო ბორჯომში. გოგიას ციხის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავზე გაჩენილი ცეცხლი გვერდით მდებარე სახლის სახურავზეც გადავიდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხანძარი დაკეტილ სახლს გაუჩნდა. სახურავის გარდა, დაიწვა რამდენიმე ოთახიც.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხუთი სახანძრო–სამაშველო ჯგუფი. ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.