ბორჯომში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს
ბორჯომში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს. ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ეროვნული სამოსით მსვლელობა გამართეს.

ფეხით მსვლელობის დასრულების შემდეგ, ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით მერაბ კოსტავას სახელობის მოედანზე კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.