თვითმმართველი თემის ბორჯომის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში, ბორჯომის 36-ე ოლქის 30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაგვიანების გარეშე, ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, პროცესი მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
26 529-მა რეგისტრირებულმა მოქალაქემ არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ბორჯომის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაზა ჩაჩანიძე იბრძვიან.