ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო უკვე მეოთხედ გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილი ხელფასების გაზრდის საკითხი უნდა დაემტკიცებინათ.
საკრებულოს წევრების განცხადებით, კვორუმის არარსებობა მხოლოდ ოპოზიციის ბრალი არ არის, ამიტომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს ბოიკოტი და დაესწროს სხდომებს.
სხდომა 28 თებერვლამდე გადაიდო, თუმცა დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მერის მოთხოვნით კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს.
გადაწყვეტილების მიღების შეფერხების გამო, მეორე თვეა, მერიის თანამშრომლებს ხელფასები არ აუღიათ.