„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა
„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება მიღწეულია.
20-დღიანი გაფიცვა ბორჯომში დასრულებულია და ოფიციალურად შეწყდება როგორც კი დასკვნით სამედიაციო შეხვედრაზე შეთანხმება გაფორმდება.
გაფიცული თანამშრომლების შეხვედრა კომპანია „IDS ბორჯომის“ ხელმძღვანელობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები და მოთხოვნები.
გაფიცულების ინფორმაციით, სახელფასო დავალიანება დღეს დაიფარება, გაფიცვის პერიოდში განაცდურის ანაზღაურების თაობაზე კი პასუხს დღის ბოლოს შეატყობინებენ. კრედიტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო.
2021 წლის ხელშეკრულებები ამ ეტაპზე ძალაში დარჩება. ორივე ქარხნის თანამშრომლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი სავარაუდოდ უკვე ხვალ შეხვდება მედიატორს. უნდა გაფორმდეს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება.