ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა თანამედროვე ცენტრი მოეწყობა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ცენტრის მოწყობას კავკასიის ბუნების ფონდი და ევროკავშირის „ენპარდის“ პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია „მერსი კორპი“ (Mercy Corps) დააფინანსებენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ინტერიერი სრულად შეიცვლება და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინტერაქციული სივრცე, რაც ადგილზე მისულ ვიზიტორს საშუალებას მისცემს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს დაცული ტერიტორიების შესახებ.
უკვე მომზადებულია კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინიმ და ორგანიზაცია „მერსი კორპის“ წარმომადგენელმა, ირაკლი ქასრაშვილმა მოაწერეს.