სტეფანწმინდაში ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციის შენობა გაიხსნება
სტეფანწმინდაში ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციის შენობა გაიხსნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრსა და ადმინისტრაციის შენობას გახსნის.

ღონისძიებაში მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გერმანიის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ეფექტურად განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო.

ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციის შენობა დაბა სტეფანწმინდაში დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება.

დატოვე კომენტარი