ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა
ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ბაკურიანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გოჩა გობრონიძემ დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.