ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა - დასავლეთი განზე არ დადგება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს, გამთენიისას სატელეფონო საუბარი გაიმართა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ის შეძრწუნებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ „უკრაინა შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას“ და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ამ რთულ დროს, „დასავლეთი განზე არ იდგება“.