ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა – დასავლეთი განზე არ დადგება

11:26, 24.02.2022

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს, გამთენიისას სატელეფონო საუბარი გაიმართა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ის შეძრწუნებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ „უკრაინა შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას“ და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ამ რთულ დროს, „დასავლეთი განზე არ იდგება“.

მსგავსი