ბორის ჯონსონი-სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები ამჟამად აღარ განიხილება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლონდონი ამ ეტაპზე სირიის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს აღარ გეგმავს, თუმცა თუ ასადის რეჟიმი კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, შესაძლოა, ბრიტანეთის მთავრობამ შეტევის შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, სირიის რეჟიმის კუთვნილ ქიმიური იარაღის მწარმოებელ ქარხნებსა და საცავებზე იერიში სწორი ნაბიჯი იყო.
„ამჟამად სამხედრო ქმედებები არ განიხილება, რადგან მადლობა ღმერთს, ასადის რეჟიმი არ აღმოჩნდა ისეთი სულელი, რომ კიდევ ერთი ქიმიური შეტევა განეხორციელებინა“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.